Toyota-მ წარმოადგინა ახალი თაობის Aqua, რომელიც 100 კმ-ზე 2,8 ლიტრს წვავს
კომპანიამ Toyota ოფიციალურად წარმოადგინა მეორე თაობის ჰეჩბეკი Aqua - ამ მოდელს ზოგჯერ Prius-ის უმცროს ძმასაც უწოდებენ. სიახლე ახალ პლატფორმაზეა აწყობილი, აქვს სამცილინდრიანი ძრავი და თანამედროვე ნიკელ-წყალბადის ელემენტების სისტემა. ავტომობილის ფასი იაპონიაში 1 980 000 იენია. პირველი თაობის Toyota Aqua 2011 წელს წარმოადგინეს და წარმოებიდან 10 წლის განმავლობვაში კომპანიამ მისი 1,9 მილიონი ეგზემპლარი გამოსცა. ბოლო წლებში მისი გაყიდვები მნიშმვნელოვნად შემცირდა, სწორედ ამიტომ ახალ თაობას აქვს ერთგვარი დავალებაც დაიბრუნოს მყიდველი ზომებში სიახლე პრაქტიკუალდ არ შეცვლილა, თუმცა 50 მმ-ით გაიზარდა სათვლე ბაზა. ის აწყობილია ახალ GA-B პლატფორმაზე, რომელიც TNGA პლატფორმის ნაირსახეობაა. ის გამორჩეულად ეკონომიურია და ჰირბიდული სისტემის წყალობით 100 კმ-ზე მხოლოდ 2,8 ლიტრს საწვავს მოიხმარს. მან ბაზაშივე მიიღო ერთზონიანი კლიმატ-კონტროლი. ოპციის სახით კი უფრო ძვირიან მოდელებში 10,5 დიუიმიანი სენსორული ეკრანი გვხვდება მულტიმედია სისტემისთვის, ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი და უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემები. მასალის გამოყენების პირობები
2021-08-31 14:53:52
ნავიგაცია
მთავარი
საუკეთესო ფასი
წესები და პირობები
საკონტაქტო ინფორმაცია
ბათუმი 26 მაისის 96
© ყველა უფელბა დაცულია.შპს "აუტო ტრეიდი"