ახალ Mercedes-Benz C-Class უნივერსალს უგზოობის ვერსია All-Terrain გაუჩნდა
კონცერნმა Daimler გაავრცელა ინფორმაცია ახალი თაობის Mercedes-Benz C-Class All-Terrain-ის შესახებ, ისე რომ არ დაელოდა სექტემბერში დაგეგმილ მიუნხენის საავტომობილო გამოფენას, სადაც უნდა წარმოადგინონ აღნიშნულია სიახლე. უნივერსალის „უგზოობის“ ვერსია ამ მოდელისთის შეიქმნა იმავე პრინციპით როგორითაც E-Class All-Terrain: ამაღლდა ხედვის წერტილი ოთხი სანტიმეტრით, დაკიდების სისტემა კი გადაეწყო ცუდ გზებზე უფრო კომფორტული ტარების რეჟიმზე. ავტომობილი წრიულად შეიფუთა პლასტიკით. მისთვის ხელმისაწვდომია ბენზინისა და დიზელის ძღავები, ხოლო მისი ევროპული გაყიდვები დაიწყება შემოდგომაზე. სტანდარტულ კომპლექტაციაშ უნივერსალს 17-იანი საბურავები აქვს, ხოლო დამატებით გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია 18 ან 19-იანიც კი შეუკვეთოთ. სხვა სიახლეებს შორის არის, მართვის რეჟიმი Dynamic Select: Offroad და Offroad+, სადაც პირველი მსუბუქი ცუდი გზებისთვის, მეორე კი უფრო ცუდი გზებისთვისაა განკუთვნილი.
2021-08-31 14:52:17
ნავიგაცია
მთავარი
საუკეთესო ფასი
წესები და პირობები
საკონტაქტო ინფორმაცია
ბათუმი 26 მაისის 96
© ყველა უფელბა დაცულია.შპს "აუტო ტრეიდი"