General Motors-მა შეაჩერა დიზელის Cadillac და Chevrolet-ის გაყიდვები
ამერიკული კონცერნი General Motors (GM) აჩერებს დიზელისძრავიანი უგზოობის მოდელებისა და პიკაპების Cadillac Escalade, Chevrolet Tahoe/Subarban/Silverado 1500 და GMC Yukon/Sierra 1500 გაყიდვებს. GM-ის ოფიციალურმა დილერებმა 27 აგვისტოთი დათარიღებული წერილები მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ექვსცილინდრიანი ძრავები Duramax LM2 აღმოჩნდა დეფიციტური მიკროჩიპების ნაკლებობის გამო. ამიტომ კომპანია ითხოვს დილერებისგან შეწყდეს ამძრავიან მოდელებზე შეკვეთების მიღება. Duramax LM2 — 3,0-ლიტრიანი 281-ძალიანი (623 სმ) წყვილი ტურბოდიზელიია, რომელიც შემუშავებულია კონცერნ General Motors-ის მიერ. ძრავის დებიუტი მოხდა 2018 წელს პიკაპებზე Chevolet Silverado 1500 შემდეგ კი GMC Sierra 1500-ზე და უგზოობის მოდელებზე Tahoe/Suburban/Escalade/Yukon. ამ ძრავიანი მოდელების დეფიციტის გამო კომპანია ურჩევს დილერებს კონცენტრირება მოახდინონ იგივე მოდელების სხვა ძრავებით გაყიდვებზე. საუბარია V8 5.3 L84 და V8 6.2 L87 ძრავებზე. რამდენ ხანს გასტანს დეფიციტი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც ცნობილია მიკროჩიპების დეფიციტმა ავტომწარმოებლების უმეტესობას პრობლემები შუმქმნა. რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ ან დროებით შეეჩერებინათ წარმოება.
2021-08-31 14:51:39
ნავიგაცია
მთავარი
საუკეთესო ფასი
წესები და პირობები
საკონტაქტო ინფორმაცია
ბათუმი 26 მაისის 96
© ყველა უფელბა დაცულია.შპს "აუტო ტრეიდი"