Toyota-ს უპილოტო ავტომობილმა პარა-ოლიმპიელი გაიტანა
კომპანიამ Toyota ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე გადაწყვიტა წარედგინა მისი მოწინავე ტექნოლოგიები და ოლიმპიურ სოფელში ათობით უპილოტო შატლი e-Palette აამუშავა. თუმცა ამ დღეებში მათი გამოყენება შეწყდა, მას შემდეგ რაც ერთ-ერთი მათგანი პარაოლიმპიელ სპორტსმენს დაეჯახა. პარაოლიმპიელი არ დაზარალებულა, თუმცა Toyota-მ სასწრაფოდ შეწყვიტა მათი ექსპლუატაცია და წამოიწყო შიდა გამოძიება. როგორც ირკვევა შემთხვევა Т-ფორმის გზაჯვარედინზე მოხდა, ხოლო როცა შატლი უხვევდა მისი სიჩქარე არ აჭარბებდა 1-2 კმ/სთ-ს. ამასთან ის არ გადაადგილდებოდა ავტონომიურ რეჟიმში, არამედ მას მართავდა ოპერატორი. კომპანიის თავკაცმა განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნავს, რომ ისინი თანამშრომლობენ პოლიციასთან. Toyota e-Palette პირველად 2018 წელს გამოვიდა, წელს მათიდ ებიუტი ოლიმპიადაზე მოხდა. ეს არის მინივენი რომელიც 20-მდე მგზავრს იტევს, ან 4 ინვალიდის სავარძელს და კდიევ 7 პირს. მისი მაქსიმალური სიჩქარე ოლიმპიურ სოფელში არ არემატებოდა 20 კმ./სთ-ს. მას ავტონომიურობის მეოთხე დოპნე აქვს და შეუძლია მოცემულ საზღვრებში ავტონომიურად გადაადგილება.
2021-08-31 14:44:58
ნავიგაცია
მთავარი
საუკეთესო ფასი
წესები და პირობები
საკონტაქტო ინფორმაცია
ბათუმი 26 მაისის 96
© ყველა უფელბა დაცულია.შპს "აუტო ტრეიდი"